08 ოქტ 2026
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე საშეჯიბრო დღეს სამი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.
90 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ორი წარმომადგენელი ეყოლება – ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და მსოფლიო ჩემპიონი ლუკა მაისურაძე. ბექაური პირველ წრეში სამხრეთკორეელ ძიუდოისტს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ტურნირის მერვედფინალშივე ბექაურის პოტენციური მეტოქე იაპონელი სანშირო მურაოა.
ლუკა მაისურაძე პირველ წრეს გამოტოვებს, მეორე ეტაპზე კი ან რუს ანდონის, ან სერბ რუტოვიჩს შეხვდება. წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში, ქართველები ერთმანეთს ფინალამდე არ დაუპირისპირდებიან.
ქალთა შორის, 70 კგ წონით კატეგორიაში, ნინო გულბანი ჩინელ ფენს შეხვდება.