“პეტრას ისტორია - საუკუნეთა მემკვიდრეობა” - პეტრას ციხის ტერიტორიაზე ღონისძიება გაიმართა

07 ოქტ 2026

"პეტრას ისტორია - საუკუნეთა მემკვიდრეობა” - ამ სახელწოდებით პეტრას ციხის ტერიტორიაზე ღონისძიება გაიმართა. 

მუსიკალურ-შემეცნებით საღამოში ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი და სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“ მონაწილეობდა. 

ზღვისა და ისტორიის გასაყარზე, სადაც უნიკალურმა მემკვიდრეობამ საუკუნეებს გაუძლო, მუსიკის ჰანგებმა წარსული და აწმყო კიდევ ერთხელ შეახვედრა.

შავი ზღვისპირეთის ეს უნიკალური არქიტექტურული კომპლექსი რეგიონის ერთ-ერთი გამორჩეული სანახაობაა, რომელსაც 1500 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს.

უნიკალურმა არქეოლოგიურმა ძეგლმა მუსიკალურ-შემეცნებით საღამოს „პეტრას ისტორია, საუკუნეთა მემკვიდრეობა“  უმასპინძლა.