ხულოს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებისთვის ინტელექტუალური თამაში “რა? სად? როდის?” გაიმართა

07 ოქტ 2026

ხულოს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებისთვის ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა. შეჯიბრება სოფელ ბეღლეთის ნადიმ ართმელაძის სახელობის საჯარო სკოლაში ჩატარდა.

მასში 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდებისგან შემდგარი ხუთკაციანი გუნდები მონაწილეობდნენ. მონაწილეებმა სხვადასხვა თემაზე დასმულ კითხვებს უპასუხეს.

თამაშის მიზანი ახალგაზრდებში ცოდნისა და ლოგიკური აზროვნების, ასევე გუნდური მუშაობის უნარების განვითარება იყო. ღონისძიება ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა. გამარჯვებულ გუნდებს სპეციალური პრიზები გადაეცათ.