07 ოქტ 2026
ბათუმი ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. "თოფუზის" მე-18 საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ქალაქში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შექმნილ ანიმაციურ ფილმებს აჩვენებენ.
პროგრამა სეანსებთან ერთად, მასტერკლასებს, ვორკშოპებსა და შეხვედრებს აერთიანებს. წლევანდელ პროგრამაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შერჩეული 100-ზე მეტი ანიმაციური ფილმია წარმოდგენილი.
ფესტივალის მთავარი მიზანი ანიმაციის პოპულარიზაცია, ქართველი და უცხოელი ანიმატორების გამოცდილების გაზიარება და ახალგაზრდების ამ მიმართულებით დაინტერესებაა. "თოფუზის" ფარგლებში წელს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებსაც.
კონკურსში წარმოდგენილია ნამუშევრები სხვადასხვა კატეგორიაში, მათ შორის - საბავშვო, სადებიუტო, ექსპერიმენტული და სტუდენტური ანიმაციები.
გამარჯვებულებს საერთაშორისო ჟიური რამდენიმე ნომინაციაში გამოავლენს. "თოფუზის" ძირითადი პროგრამა ბათუმში 7-დან 10 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობს, 10 ოქტომბერს კი ფესტივალი დახურვის ცერემონიით დასრულდება.