07 ოქტ 2026
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, თელავში, ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარე ახლად რეაბილიტირებული სკვერი დაათვალიერა.
მთავრობის მეთაური განხორციელებულ სამუშაოს გაეცნო. განახლებული სკვერი მოიცავს როგორც რეკრეაციულ, ისე საზოგადოებრივ სივრცეებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, ასევე თელავში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესს გაეცნო.
მთავრობის მეთაურმა ახალი საფეხბურთო სტადიონის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.