ტატო გრიგალაშვილი 4-გზის მსოფლიო ჩემპიონია!

07 ოქტ 2026

ბაქოში, ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე, მეოთხე საშეჯიბრებო დღის შეხვედრები დასრულდა.

81 კგ წონითი კატეგორიის ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა, ტატო გრიგალაშვილმა, მასპინძელ ზელიმ ცკაევს სძლია და მეოთხედ გახდა მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედლის მფლობელი.

ტატო გრიგალაშვილის მიერ ბაქოში მოპოვებული მედალი ქართველ ძიუდოისტთა მიერ ბაქოში მოპოვებული რიგით მესამე მედალია.  შეჯიბრების პირველ დღეს გიორგი სარდალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, გუშინ კი ეთერ ლიპარტელიანი ვერცხლის მედალს დაეუფლა.