ირაკლი კობახიძე: თუკი რაიმეში უსწრებს საქართველოს მოლდოვა და უკრაინა, მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში

07 ოქტ 2026

თუკი რაიმეში უსწრებს საქართველოს მოლდოვა და უკრაინა, მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

"ღმერთმა დაგვიფაროს, ამ ყველაფერში გადავასწროთ უკრაინას და მოლდოვას. ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, ჩვენი გზა არის მშვიდობის გზა, ეკონომიკური განვითარების გზა და ამ გზას გავაგრძელებთ აუცილებლად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.