07 ოქტ 2026
პოლონეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ოსტროლენკას ერთ-ერთ სკოლაში, თავდამსხმელმა დანით შვიდი ადამიანი დაჭრა. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია.
თავდამსხმელი 19 წლის სტუდენტია.
"სავარაუდო მონაცემებით, შვიდი ადამიანია დაშავებული, თუმცა ეს ინფორმაცია შესაძლოა შეიცვალოს. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გვაქვს," - აცხადებენ ადგილობრივ პოლიციაში.
დაშავებულებს ოსტროლენკის საავადმყოფოში მკურნალობენ.
წყარო - Reuters.