ბათუმის სპორტის სასახლეში საერთაშორისო ფრენბურთის ტურნირი "ბათუმის თასი 2026" დაიწყო

07 ოქტ 2026

დღეს, ბათუმის სპორტის სასახლეში საერთაშორისო ფრენბურთის ტურნირი "ბათუმის თასი 2026" დაიწყო. ტურნირი ორ ასაკობრივ კატეგორიაში - 2010-2011 და 2012-2013 წლებში დაბადებულ გოგონებსა და ვაჟებს შორის იმართება. 

შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქის გუნდებთან ერთად ლატვიის, თურქეთისა და სომხეთის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. აღსანიშნავია, რომ ბათუმი ტურნირზე სამი გუნდითაა წარმოდგენილი-გოგონათა ორი და ვაჟთა ერთი გუნდი.

გოგონათა შორის შეჯიბრება ჯგუფური სისტემით ტარდება, ვაჟები კი წრიული ფორმატით იასპარეზებენ. "ბათუმის თასი 2026" 10 ოქტომბერს დასრულდება.

ტურნირი აჭარის ფრენბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის მხარდაჭერით ტარდება.