07 ოქტ 2026
7 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 196 384 ტონა ყურძენი - კახეთში ყურძნის მოსავალი 13 800-მდე მევენახემ დააბინავა.
გადამუშავებული ყურძნიდან 97 ათასი ტონა საფერავი, 86,2 ათას ტონამდე რქაწითელი, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. სახელმწიფო საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანია" მევენახეებისგან ყურძენს კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 22 ლოკაციაზე იბარებს.
რთველი კახეთში პიკურ ფაზაშია, დღეღამური გადამუშავება 13-14 ათასი ტონის ფარგლებშია. საპროგნოზო მოსავალი 320 ათასი ტონის ფარგლებშია.