ეუთოს დამკვირვებლები აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე არ დაიშვებიან 

07 ოქტ 2026

დონალდ ტრამპმა არჩევნებზე ეუთოს სადამკვირვებლო მისია არ მიიწვია, რასაც ჯინ შაჰინი გამოეხმაურა.

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც შეერთებული შტატების მთავრობა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას შუალედურ არჩევნებზე დასაკვირვებლად არ იწვევს.  

ჯინ შაჰინი მოუწოდებს ტრამპის ადმინისტრაციას, პატივი სცეს დამოუკიდებელი საარჩევნო დამკვირვებლების როლს და უზრუნველყოს, რომ შეერთებულმა შტატებმა დაიცვას დემოკრატიული  სახელმწიფოს სტანდარტები - აღნიშნულია სენატორის განცხადებაში.