ჯაშუშობის ბრალდებით გერმანიის დაზვერვის ყოფილი უფროსი დააკავეს

07 ოქტ 2026

გერმანიის დაზვერვის ყოფილი უფროსი, ავგუსტ ჰანინგი, ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, სამსახურის დატოვებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ჰანინგმა, ყოფილ თანამშრომელთან ერთად, საიდუმლო ინფორმაციის მოპოვება და მისი უცხოური დაზვერვისთვის გამოყენება დაიწყო.

გერმანული გამოცემა „შპიგელის“ ცნობით, ყოფილი მაღალჩინოსნისთვის ინფორმაციის მოპოვება შესაძლოა აზერბაიჯანის დაზვერვის წარმომადგენელს დაეკვეთა.

გამოცემის ინფორმაციით, ჰანინგმა საიდუმლო მასალებზე დაყრდნობით უცხოელი დაზვერვის ოფიცრისთვის სპეციალური ანალიზიც მოამზადა. მიუხედავად ამისა, გერმანიის ფედერალურ პროკურატურას უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის ვინაობა ოფიციალურად არ დაუსახელებია.

ამ ეტაპზე გამოძიება ასევე ამოწმებს, მივიდა თუ არა ჰანინგის მომზადებული ანალიზი საბოლოო ადრესატამდე.