ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია

07 ოქტ 2026

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს მეოთხე საშეჯიბრო დღეა. 81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი მეოთხედფინალში იჭიდავებს.

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა (2022, 2023, 2024) მერვედფინალში შვეიცარიელი აურელიენ ბონფერონი იპონით დაამარცხა და ნახევარფინალის საგზურისთვის სლოვენიელ ნასე ჰერკოვიჩს შეხვდება.

ტურნირის წინასწარი შეხვედრები 10:30 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე გაიმართება.