„ბათუმის თასი 2026“ : მზადება საერთაშორისო ახალგაზრდული ტურნირისთვის იწყება

07 ოქტ 2026

ბათუმში აჭარის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით სტარტს აიღებს ტრადიციული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი „ბათუმის თასი 2026“, რომელიც 15 წლამდე ჭაბუკთა შორის ტარდება.

შეჯიბრება უკვე მეხუთედ იმართება და მასში ისეთი საფეხბურთო აკადემიის გუნდები მონაწილეობენ, როგორებიცაა: ესპანური ვილიარეალი, ნიდერლანდების „ალკმარი,“ აზერბაიჯანის საბაჰი და ყაზახეთის ნაკრები. რაც შეეხება ქართულ კლუბებს, საქართველოს „ბათუმის თასზე“ თბილისის „დინამოს“ აკადემია, თბილისის იბერია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის გუნდი და დინამო ''ბათუმი“ წარმოადგენს. საფეხბურთო მატჩებს წელს „ჩელე არენა“ უმასპინძლებს. 

„ბათუმის თასი 2026“ 11 ოქტომბერს დასრულდება. 

ტურნირის დაწყებამდე ორგანიზატორებმა პრესკონფერენცია გამართეს.