"ჰუსიტებმა" ადენის საერთაშორისო აეროპორტი დაბომბეს

07 ოქტ 2026

ირანის მიერ მხარდაჭერილმა „ჰუსიტებმა“ ქალაქ ადენის საერთაშორისო აეროპორტს შეუტიეს. „როიტერის“ ინფორმაციით, ამბოხებულებმა იერიში ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით მიიტანეს.

იემენის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, „ჰუსიტებმა“ საუდის არაბეთის მიმართულებითაც იმოქმედეს და აეროპორტებზე მიიტანეს იერიში.

საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ განაცხადა, რომ ქვეყნის დედაქალაქ რიადის ჩრდილოეთით ჰუსიტების მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს.