რუსულმა ძალებმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანეს

07 ოქტ 2026

რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქზე იერიში მიიტანეს. დაიღუპა 2 ადამიანი. ბალისტიკური რაკეტებით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, კიევის სამ რაიონში სახანძრო სამაშველო და სამძებრო ოპერაციები მიმდინარეობს.

რუსულმა ძალებმა ასევე დაარტყეს დნიპროს, პოლტავასა და ზაპოროჟიეს ოლქებს.

პოლტავის ოლქზე მიტანილი იერიშის შედეგად საცხოვრებელი შენობები დაზიანდა. კრემენჩუკის მერის განცხადებით, დაიღუპა 2 ადამიანი.