საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში მოსწავლეთა საპროტესტო აქციებს მასწავლებლები და მშობლები შეუერთდნენ

07 ოქტ 2026

საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში მოსწავლეთა საპროტესტო აქციებს მასწავლებლები და მშობლები შეუერთდნენ. „როიტერის“ ინფორმაციით, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. 

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით ათობით ქალაქში გამართულ აქციებში 250 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. ორგანიზატორების განცხადებით, მონაწილეთა რაოდენობამ 450 ათასს მიაღწია. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ცნობით, აქციებზე შეტაკებების დროს სულ მცირე 215 მოზარდი დაშავდა. 

ბოლო მონაცემებით დაკავებულია 6500-ზე მეტი პირი.