07 ოქტ 2026
დონალდ ტრამპმა არჩევნებზე ეუთოს სადამკვირვებლო მისია არ მიიწვია, რასაც სენატორი ჯინ შაჰინი გამოეხმაურა.
ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც შეერთებული შტატების მთავრობამ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა შუალედურ არჩევნებზე დასაკვირვებლად არ მიიწვია.
ჯინ შაჰინი მოუწოდებს ტრამპის ადმინისტრაციას, პატივი სცეს დამოუკიდებელი საარჩევნო დამკვირვებლების როლს და უზრუნველყოს, რომ შეერთებულმა შტატებმა დემოკრატიული სახელმწიფოს სტანდარტები დაიცვას, - აღნიშნულია სენატორის განცხადებაში.