07 ოქტ 2026
საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე 2 პირია დაკავებული.
დადგინდა, რომ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის „სარფის“ გვერდის ავლით, ერთ-ერთმა დაკავებულმა, სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა, მის მართვაში არსებული ავტომანქანის გამწევის სატვირთო ნაწილში უკანონოდ დამალა მიგრანტი და საქართველოში გადმოიყვანა, რა დროსაც სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ორივე პირი დააკავეს.
დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.