პარლამენტში მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვა გრძელდება

07 ოქტ 2026

პარლამენტში მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვა გრძელდება. მთავრი ფინანსური დოკუმენტის პროექტს დღეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების სხდომებზე  განიხილავენ.

2027 წლის ნაერთი ბიუჯეტის ჯამური შემოსულობები  37 მილიარდ 531 მილიონ ლარს შეადგენს. რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მომავალი წლისთვის შეადგენს 5 %-ს. 

დოკუმენტის მიხედვით, 2027 წლიდან დაგეგმილია პენსიის ზრდა ასევე საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების მატება. 

დაფინანსება ეზრდება თითქმის ყველა სამინისტროს. 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიით, ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება გაზრდილია 127 მილიონ ლარზე მეტით. საკომიტეტო განხილვების შემდეგ ბიუჯეტი შენიშვნებით კვლავ მთავრობას დაუბრუნდება, ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას პარლამენტი დეკემბერში დაამტკიცებს.