07 ოქტ 2026
გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა. მისივე თქმით, ის, რაც ახლა ხდება, წარმოდგენილი იქნება გაფართოების ანგარიშში. მარტა კოსის ამ განცხადებას თბილისში უპასუხეს.
უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ევროპული ინტეგრაციისთვის საჭირო რეფორმების განხორციელება შეუძლია. მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირის წევრობა სურს არა ნებისმიერ ფასად და არა საქართველოს ინტერესების ხარჯზე.
„როდესაც გვეუბნებიან, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვას „ჩამორჩება“, ჩვენი პასუხი მარტივია: საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!“ - წერს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი კირცხალია.