ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო

07 ოქტ 2026

ევროკომისიამ უკვე მიიღო გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები. შესაბამის წერილში ვკითხულობთ, რომ ევროკომისიამ მიიღო დოკუმენტების პაკეტი, რომელიც გაფართოების პროცესს გადახედავს, განსაზღვრავს პოლიტიკურ ორიენტირებს და იმ ქმედებებს, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის მომავალი გაფართოებისთვის მოსამზადებლად.

კერძოდ, საუბარია ოთხ კანდიდატ ქვეყნაზე — ალბანეთზე, მოლდოვაზე, მონტენეგროსა და უკრაინაზე, რომელთათვისაც 2026 წლის გაფართოების პაკეტის ფარგლებში ევროკომისია საორიენტაციო საგზაო რუკებს წარადგენს.

ამავდროულად, ევროკომისია აღნიშნავს, რომ პროცესში მონაწილეობა კვლავაც იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული, პირობითი და შექცევადი და დამოკიდებული იქნება პოლიტიკურ მზადყოფნასა და სტრატეგიულ თანხვედრაზე.

ამას გარდა, ევროკომისია გამოდის წინადადებით, რომ სანქციებისა და ასპირანტ ქვეყნებთან მოლაპარაკებათა კლასტერების გახსნის საკითხებში ევროკავშირი ერთსულოვნების პრინციპიდან კვალიფიციური უმრავლესობის პრინციპზე გადავიდეს.