დღეს ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება 

07 ოქტ 2026

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება - ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული.  

ევროპარლამენტის დღის წესრიგის თანახმად, დებატები მოეწყობა თემაზე - „მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მცდელობები საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ“. 

ცნობილია, რომ აღნიშნულ საკითხზე ევროპარლამენტარები რეზოლუციას კენჭს ხვალ უყრიან.

დებატებთან დაკავშირებით მმართველ გუნდში ნეგატიური მოლოდინები აქვთ, არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ წინა გამოცდილებების გათვალისწინებით, ეს იქნება მორიგი თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტზე.