07 ოქტ 2026
რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით? ამ საკითხზე გადაწყვეტილება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა უნდა მიიღოს.
პლენუმს განსახილველად „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელი პირველმა კოლეგიამ უკვე გადასცა. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გუშინ გაიმართა. ცნობილია, რომ კოლეგიის შემადგენლობაში იყვნენ: ვასილ როინიშვილი, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი და გოგა კიკილაშვილი.
განახლებული საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დაემატა, საკონსტიტუციო სასამართლოში 21 სექტემბერს შევიდა.
მანამდე „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელით მოთხოვნილი იყო „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოსა“ და „ფედერალისტების“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.