პედაგოგთა ანაზღაურება იზრდება: აჭარის სამინისტრო მაღალმთიანეთში მასწავლებლებს ეძებს

07 ოქტ 2026

„ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ - აჭარის განათლების სამინისტრო ქვეპროგრამის ფარგლებში აცხადებს მასწავლებელთა შესარჩევ კონკურსს მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში დასაქმების მიზნით.

მუნიციპალიტეტებში 20-ზე მეტი ვაკანსიაა დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლების პოზიციებზე. დეფიციტური სპეციალისტები მაღალმთიანეთში წელსაც მათემატიკაში, უცხო ენასა და საბუნებისმეტყველო საგნებში არიან.

აღსანიშნავია, რომ წელს ქვეპროგრამის ფარგლებში კონკურსში გამარჯვებული პედაგოგების ანაზღაურება 1000-დან 1250 ლარამდე გაიზარდა.