07 ოქტ 2026
,,ძლიერი საქართველო - ლელოს’’ წევრები აჭარის კულტურის სამინისტროს მიმართავენ. პოლიტიკური გაერთიანების წევრების, თქმით ბათუმში, მაიაკოვსკის 55 ნომერში მდებარე შენობა ავარიულია, კედლები დაბზარულია და ინფრასტრუქტურა რეაბილიტაციას საჭიროებს.
მათივე განმარტებით, აღნიშნულ შენობაში მოზარდები ცეკვასა და სპორტის სხვადასხვა მიმართულებას ეუფლებიან. ,,ძლიერი საქართველო - ლელოს’’ წევრების თქმით, შენობა ბონის კულტურის სახლს წარმოადგენს, აქედან ნაწილი აჭარის აკადემიური ანსამბლს ,,არსიანს’’ ეკუთვნის, ნაწილი კი ,,ბასკოს’’.
აქვე განაცხადეს, რომ შენობას რამდენჯერმე რეაბილიტაციაც ჩაუტარდა.
ოპოზიცია ასევე კულტურის სამინისტროს პასუხისმგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და ითხოვს კითხვებზე პასუხებს: რა მდგომარეობაშია შენობა, ჩაუტარდა თუ არა ტექნიკური შეფასება, რა სამუშაოებია დაგეგმილი და რატომ უწევთ მოზარდებს საფრთხის შემცველ გარემოში ყოფნა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით შენობა, რომელსაც ბზარი აქვს, არ არის სამინისტროს ბალანსზე.