07 ოქტ 2026
ბათუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ქალაქის მერი გაეცნო. მარკოზ აჭარელის ქუჩაზე ახალი სკვერის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სპორტული მოედანი, საბავშვო და დასასვენებელი სივრცეები, ასევე, დამონტაჟდება თანამედროვე გარეგანათების სისტემა.
სკვერის მიმდებარედ ასფალტის საფარი დაიგება. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ტერიტორია სრულად უნდა გამწვანდეს.
ასევე ტბეთის ქუჩის №60-დან თამარ მეფის გამზირამდე ნაპირსამაგრი კედლის მოწყობა მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, მდინარე ყოროლისწყალზე 840 მეტრი სიგრძის ნაპირსამაგრი კედელი აშენდება. დასასრულს უახლოვდება ტაბიძის ქუჩის №31-№39-ში სკვერის რეაბილიტაცია. მიმდინარე წელს ბათუმში 10 სკვერის მოწყობა-რეაბილიტაცია დასრულდა.
სამუშაოები ამჟამად 4 ლოკაციაზე მიმდინარეობს, ხოლო წლის განმავლობაში ჯამში 18 მისამართზეა დაგეგმილი.