"გალტ ენდ თაგარტმა" თვის ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

06 ოქტ 2026

"გალტ ენდ თაგარტმა" თვის ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომელშიც მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები და სამომავლო პერსპექტივებია წარმოდგენილი.

ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის აგვისტოში 6.3%-ით შენელდა რეალური მშპ-ს ზრდა, თუმცა ბოლო 8 თვის საშუალო ზრდა მაინც მაღალია და ის 7.6% შეადგენს. "გალტ ენდ თაგარტის" მიმოხილვის მიხედვით, მოსალოდნელია გაცვლითი კურსის სტაბილურობა.

ასევე აღნიშნულია, რომ ბოლო სამ სხდომაზე ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი არ შეცვლილა. გამოქვეყნებულ მიმოხილვაში,  "გალტ ენდ თაგარტი" ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს აფასებს.

აღნიშნულია რომ აგვისტოში შემოსავალი 8.8%-ით გაიზარდა, რაც 695 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო 2026 წლის პირველ 8 თვეში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 3,2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 1.6%-იანი ზრდაა.