აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი ქედის მუნიციპალიტეტში მევენახე ფერმერებს შეხვდა

06 ოქტ 2026

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე ქედის მუნიციპალიტეტში მევენახე ფერმერებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი მიზანი რთვლისთვის მზადების პროცესის განხილვა და მისი ორგანიზებულად, შეუფერხებლად ჩატარების ხელშეწყობა იყო.

ქედის მუნიციპალიტეტი წლის მთავარი აგრარული სეზონისთვის რთვლისთვის ემზადება. ადგილობრივი ფერმერები წლევანდელი მოსავლით კმაყოფილები არიან, თუმცა აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში მოსული უხვი ნალექის გამო ყურძენში ნაკლები შაქრიანობის ფიქსირდება.

ფერმერთა ნაწილი ყურძნის ქარხანაში ჩაბარებას აპირებს, ნაწილი კი მოსავლის საკუთარ საოჯახო მარნებში გადამუშავებას გეგმავს.