პარიზის მერი საფრანგეთის მთავრობას და პოლიციას მოუწოდებს, პრიორიტეტი დიალოგს მიანიჭონ

06 ოქტ 2026

პარიზის მერი საფრანგეთის მთავრობას და პოლიციას მოუწოდებს, რომ პრიორიტეტი დიალოგს მიანიჭონ.

ემანუელ გრეგუარი ასევე აღნიშნავს, რომ ქალაქის მერია ღია იქნება, რათა ახალგაზრდებმა დემოკრატიულად გაუწიონ ორგანიზება თავიანთ მოძრაობას.

„მთავრობამ კონკრეტული რეაგირება უნდა მოახდინოს მასწავლებლების ნაკლებობაზე, მათ არყოფნაზე და საგანმანათლებლო, სამედიცინო-სოციალური და ხელმძღვანელობითი პერსონალის საჭიროებაზე“, – განაცხადა პარიზის მერმა.

ამასთან, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ლორან ნუნიესმა, რადიო „ფრანს ინტერთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „სრული ნდობა აქვს შინაგანი უსაფრთხოების ძალების მიმართ, რათა მათ დემონსკტრანტები მართონ“. მისი თქმით, ენდობა პოლიციელებს მაშინაც კი, როდესაც დემონსტრაციების შესაკავებლად გადაჭარბებული ძალის გამოყენებაში ადანაშაულებენ.

„პრეფექტებს დავავალე, უზრუნველყონ, რომ სამართალდამცავებმა დისტანცია შეინარჩუნონ ვიდრე საპროტესტო აქციები მშვიდობიანად გაგრძელდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ისინი ყოველთვის მკაცრად ჩაერევიან თუ ვანდალიზმი მოხდება“, – განაცხადა საფრანგეთის შს მინისტრმა.

ამასთან, მედიის ცნობით, საფრანგეთის მასშტაბით არსებული 3 700 საშუალო სკოლიდან 891-ში სასწავლო პროცესი მთლიანად შეჩერებულია, კიდევ დაახლოებით 9 000-ში კი ნაწილობრივ ან თითქმის სრულიად.