06 ოქტ 2026
მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ შესაძლოა, ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე უახლოეს დღეებში დატოვონ.
უმრავლესობის განცხადებით, მსჯავრდებულები ერთი წლის წინ საგარეო დაკვეთითა და ეროვნული ინტერესების საზიანოდ მოქმედებდნენ.
სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ დადასტურებული ძალადობრივი ქმედებების გამო, ევროსტრუქტურებიდან ამ დრომდე ელოდებიან ბოდიშს და რეზოლუციების უკან წაღებას.
4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ ერთი მსჯავრდებულების პაატა ბურჭულაძის შვილი ეხმაურება, ზოდელავასა და ბერიძის გადაწყვეტილებას.
შუქრი ბურჭულაძე ფიქრობს, რომ მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე.
არჩილ გორდულაძის თქმით, ნიშანდობლივია, რომ ორგანიზატორობაში მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძის შვილი ამბობს, რომ მეთაურმა არ უნდა მიატოვოს ჯარისკაციო.
„ბრალში ზუსტად ეს არის, რომ პაატა ბურჭულაძე იყო ორგანიზატორი, ანუ ძალადობრივი დამხობის აქციის მეთაური. გამოდის, რომ, მათ შორის, მისი შვილი საკუთარი მამის დანაშაულს ირიბად აღიარებს. სახელმწიფო ყოველთვის იქნება ლმობიერი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საკუთარ ნამოქმედარს გაიაზრებენ, მოინანიებენ და, შესაბამისად, სახელმწიფოსაც მიმართავენ. ხოლო ის პირები, რომელთა მიზანიც არის ამ ქვეყანაში გარე მმართველობის დამყარება, რა თქმა უნდა, ასეთ პირებს ყოველთვის დააბულინგებენ. ყოველთვის იქნება მათზე განსაკუთრებული ზეწოლა, რომ საკუთარი ნამოქმედარი არ აღიარონ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.