06 ოქტ 2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ბათუმში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით გამართულ ფართომასშტაბიან ეროვნულ საზღვაო ძებნა-გადარჩენისა და ავარიულად დაღვრილი ნავთობის ლიკვიდაციის წვრთნებში მიიღეს მონაწილეობა.
წვრთნების მთავარი მიზანი ზღვაზე ადამიანთა ძებნა-გადარჩენის, ავარიულ მდგომარეობაში მყოფი გემებისთვის დახმარების აღმოჩენისა და ნავთობის ავარიული დაღვრის ლიკვიდაციის შესაძლებლობების შემოწმება, აგრეთვე შესაბამის უწყებებს შორის კოორდინაციის გაძლიერება იყო.
სანაპირო ზოლის დაცვის მიზნით, წვრთნების ფარგლებში ასევე დამუშავდა ოპერაციის მართვის შტაბისა და მონაწილე უწყებების კოორდინირებული მოქმედებები.