06 ოქტ 2026
საფრანგეთში მოსწავლეთა საპროტესტო აქციები განახლდა. გავრცელებული ცნობით, სასწავლო პროცესი 1800-ზე მეტ სკოლაშია შეჩერებული. ფრანგული მედიის ცნობით, დღეს ქვეყნის მასშტაბით 150-დან 200 ათასამდე დემონსტრანტი შეიკრიბება.
აქტივისტები კლასებში მოსწავლეთა დიდ რაოდენობას, მასწავლებლების ნაკლებობასა და განათლების სისტემაში არსებულ სხვა პრობლემებს აპროტესტებენ.
დემონსტრაციისას პოლიციასა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც სამართალდამცავებმა წიწაკის სპრეი გამოიყენეს.