სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

06 ოქტ 2026

სომხეთის მეორე ასამბლეაში, მეცხრე მოწვევის მეორე სესიის სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

„ძლიერი სომხეთის“ დეპუტატმა ედგარ ღაზარიანმა პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობა გააკრიტიკა, ასევე სომხურ სამოციქულო ეკლესიასთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტის უფლებამოსილების ფარგლებს გარეთ მიიჩნია და დეპუტატების პრემიების საკითხიც წამოჭრა.

ღაზარიანს, პარლამენტის თავმჯდომარე რუბენ რუბინიანმა გამოსვლა ორჯერ შეაწყვეტინა, რის შემდეგაც „ძლიერი სომხეთისა“ და „სამოქალაქო ხელშეკრულების“ ფრაქციების წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება დაიწყო, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ვითარება სახელმწიფო დაცვის სამსახურმა განმუხტა და სპიკერმა დარბაზში შესვენება გამოაცხადა.