06 ოქტ 2026
ბარსელონაში საბინაო კრიზისის გამო გამართული დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. კატალონიის პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია 13 ადამიანი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველების წინააღმდეგ ბოთლები, ქვები და სხვა მძიმე საგნები გამოიყენეს, ასევე კონტეინერებს ცეცხლი წაუკიდეს.
პოლიციის განცხადებით, მათ დემონსტრანტებს ბარსელონას საფონდო ბირჟისკენ გადაადგილების საშუალება არ მისცეს. ცნობისთვის, მოქალაქეები ბინის ქირის საფასურის ზრდას აპროტესტებენ და გამქირავებლებისთვის რეგულაციების გამკაცრებას ითხოვენ.