ევროპული დიპლომი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს – ექსპერტები ადგილობრივ გარემოს და მართვის პრაქტიკას აფასებენ

06 ოქტ 2026

ევროპის საბჭოს ევროპული დიპლომის მინიჭების პროცედურის ფარგლებში, ექსპერტებმა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ბუნებრივი, ეკოლოგიური და საკონსერვაციო ღირებულებები, აგრეთვე მართვის პრაქტიკა შეაფასეს.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ადგილობრივი ხელისუფლებისა და ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებთან.

მხარეებმა დაცულ ტერიტორიასა და ადგილობრივ თემებს შორის თანამშრომლობა, მოსახლეობის ჩართულობა, ეკოტურიზმის განვითარება, არსებული გამოწვევები და სამომავლო შესაძლებლობები განიხილეს.