06 ოქტ 2026
პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ლუბლინის რეგიონში Abrams-ის ტიპის ტანკებსა და Patriot-ის სისტემებს გაგზავნის. ინფორმაციას პოლონეთის თავდაცვის მინისტრზე დაყრდნობით პოლონური მედია ავრცელებს.
მინისტრის ცნობით, ასევე მიღებულია გადაწყვეტილება პოლონეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების გაფართოების შესახებ.
ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა აღნიშნა, რომ შეიქმნება ახალი მექანიზებული ბრიგადა, უპილოტო საფრენი აპარატების სისტემების ბატალიონი და Patriot-ის სისტემით აღჭურვილი საჰაერო თავდაცვის დამატებითი ქვედანაყოფი.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველა ეს ზომა რეგიონის თავდაცვისუნარიანობას მნიშვნელოვნად გააძლიერებს.