06 ოქტ 2026
ირკუტსკის სამედიცინო დაწესებულებაში, ერთ-ერთი თანამშრომლის გარდაცვალების ფონზე, კარანტინი გამოცხადდა. რუსეთის ჯანდაცვის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, პაციენტი დაუდგენელი ეტიოლოგიის პნევმონიით დაიღუპა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თანამშრომლის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი შესაძლოა შავი ჭირი იყოს.
ამ დროისთვის იზოლირებულია 200-მდე პირი, კლინიკებში კი უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.