06 ოქტ 2026
საფრანგეთის შემდეგ, განათლების სისტემის წინააღმდეგ პროტესტის ტალღა ბელგიაშიც გავრცელდა. ქალაქ ლიეჟში გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც 16 პირი დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა რამდენიმე სკოლის შესასვლელი დაბლოკეს. პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მოლოტოვის კოქტეილის დასამზადებლად საჭირო მასალები ამოიღეს, დაზიანდა მუნიციპალური ინფრასტრუქტურაც.