სანდრო მამუკელაშვილმა „ლეიკერსში“ დებიუტი გამარჯვებით აღნიშნა

06 ოქტ 2026

სანდრო მამუკელაშვილმა „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ მაისურით სადებიუტო მატჩი ჩაატარა. ქართველმა კალათბურთელმა NBA-ს წინასასეზონო შეხვედრაში „საკრამენტო კინგსის“ წინააღმდეგ ითამაშა, „ლეიკერსმა“ კი მეტოქე ანგარიშით 127:103 დაამარცხა.

მამუკელაშვილი შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 19 წუთი გაატარა. 

ამ პერიოდში ქართველმა 8 ქულა, 5 შედეგიანი გადაცემა, 1 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. „ლეიკერსის“ რიგებში ყველაზე შედეგიანი ლუკა დონჩიჩი იყო. სლოვენიელმა ვარსკვლავმა შეხვედრა 21 ქულით დაასრულა. 

მამუკელაშვილის ახალი გუნდი  მომდევნო მატჩს 7 ოქტომბერს „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ წინააღმდეგ გამართავს.