სევდია უგრეხელიძე: პარტიაში ოფისი აღარ გვაქვს, შეხვედრებს ონლაინ ვატარებთ

06 ოქტ 2026

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სევდია უგრეხელიძე აცხადებს, რომ პარტიას ოფისი აღარ აქვს და წევრები ერთმანეთს ონლაინ ეკონტაქტებიან. ამის შესახებ მან ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.

უგრეხელიძემ სოფიო ჯაფარიძის პოლიტიკურ საქმიანობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მასთან ახლო მეგობრობა არ აკავშირებს და მისი შეხედულებების შესახებ დეტალური ინფორმაცია არ აქვს.

„მე ვერ გეტყვით სოფიო ჯაფარიძის შესახებ, იმიტომ რომ ჩემი ახლო მეგობარი არასდროს არ ყოფილა, არ ვიცნობ და არ ვიცი მისი შეხედულება“, - განაცხადა უგრეხელიძემ.

მისივე თქმით, პარტიის წევრებს შეხვედრების შესაძლებლობა აღარ აქვთ და კომუნიკაცია ონლაინ მიმდინარეობს.

„შეხვედრები აღარ გვაქვს, ჩვენ ონლაინ ვკონტაქტობთ. სად უნდა იაროს? ჩვენ ხომ ოფისი აღარ გვაქვს“, - აღნიშნა უგრეხელიძემ. 

რაც შეეხება პარტიის ოფისის გასხვისებისა და თანხის განკარგვის საკითხს, უგრეხელიძემ განაცხადა, რომ პარტიის თანხებსა და ქონებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა არ აქვს.

„ვინც არის აღმასრულებელი, მისი საქმეა და მათ უნდა ჰკითხოთ. მე, როგორც პოლიტიკური საბჭოს წევრს, არავითარი საქმე პარტიის თანხებთან და ქონებასთან არ მაქვს, არც მაინტერესებს და არც ჩავრეულვარ, იმიტომ რომ ეს არ არის ჩვენი საქმე“, - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.