05 ოქტ 2026
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნავთობის ფასების ზრდის მიზეზი არა ირანთან ომი, არამედ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის დარტყმებია.
ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ბენზინის ფასის მატებას ახლა უკვე ჰორმუზის სრუტე აღარ განაპირობებს, რადგან ნავთობი ახლა თითქმის ყოველდღიურად რეკორდული მოცულობით გადის სრუტეში.
"უკრაინა რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს აფეთქებს, ჩვენთან კი - "ლურჯ შტატებში", მაგალითად, კალიფორნიაში, - ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს "დემოკრატები" ხურავენ,"- წერს ტრამპი.