ანიმაციური ფილმების მეთვრამეტე საერთაშორისო ფესტივალი "თოფუზი" დაიწყო - დღეს ღონისძიება ქედაში გაიმართა

05 ოქტ 2026

ანიმაციური ფილმების მეთვრამეტე საერთაშორისო ფესტივალი "თოფუზი" დაიწყო. დღეს ღონისძიება ქედაში გაიმართა. ხვალ კი შუახევს ესტუმრებიან. 

7-დან 10 ოქტომბრის ჩათვლით კი ჩვენებებს  ბათუმი უმასპინძლებს. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 100-ზე მეტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გამოგზავნილი ანიმაციური ფილმი. 

ფესტივალი მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამებს, სადაც სახელოვნებო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან ჩართული. 10 ოქტომბერს კი ფესტივალის დახურვით ცერემონიაზე, ჟიური ფესტივალის გამარჯვებულ ფილმებს გამოაცხადებს.