საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, ახალგაზრდა დიპლომატებისთვის პროფესიული გაცვლითი პროგრამა განხორციელდა

05 ოქტ 2026

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით განხორციელდა პროფესიული გაცვლითი პროგრამა ახალგაზრდა დიპლომატებისთვის - ,,გზაჯვარედინის დიპლომატიური ქსელი“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ცენტრალური აზიის ქვეყნების - ყაზახეთის, უზბეკეთის, თურქმენეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა. 

შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინიციატივა ახალგაზრდა დიპლომატებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობის გაძლიერებას ემსახურება.