განათლების მინისტრი ხელვაჩაურის სასკოლო საზოგადოებას შეხვდა

05 ოქტ 2026

მასწავლებელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ხელვაჩაურში მოქმედი სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრმა საგანმანათლებლო დარგში არსებულ მიღწევებზე ისაუბრა. საზეიმო ღონისძიებაზე 33 წარმატებული და ხუთი ღვაწლმოსილი პედაგოგი დაჯილდოვდა, რომლებსაც მადლობის სიგელები გადაეცათ.

დაჯილდოების ცერემონიალს საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წევრებიც ესწრებოდნენ.

5 ოქტომბერს მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ, საქართველო თარიღის აღნიშვნას 1994 წლიდან შეუერთდა.