საქართველოს პირველი მედალი ბაქოს მსოფლიო ჩემპიონატზე - გიორგი სარდალიშვილმა ბრინჯაო მოიპოვა

05 ოქტ 2026

ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა. პირველ საშეჯიბრო დღეს გიორგი სარდალაშვილმა 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

23 წლის ქართველმა სპორტსმენმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ტაივანელი იუნგ ვეი იანგი დაამარცხა.

დღეს საქართველოს ნაკრებიდან ვაჟა მარგველაშვილი 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზებს.