05 ოქტ 2026
ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ყოფილი პრეზიდენტის შვილმა ფლავიო ბოლსონარომ მოქმედი პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა დაამარცხა, თუმცა გამარჯვებისთვის საჭირო ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო და მეორე ტური გახდა საჭირო.
საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, ბოლსონარომ 47% ხოლო ლულამ 45% მიიღო.
საპრეზიდენტო არჩევნებში სულ 12 კანდიდატი მონაწილეობდა. მოქმედი პრეზიდენტი გამარჯვებაში დარწმუნებული იყო და მისთვის შედეგები მოულოდნელია.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 25 ოქტომბერს გაიმართება.