05 ოქტ 2026
საფრანგეთის განათლების მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე მოსწავლეთა საპროტესტო აქციების გამო, ქვეყნის მასშტაბით 500-მდე სკოლა სრულად ან ნაწილობრივ დახურული იქნება.
ედუარდ ჟეფრეს თქმით, აქციების დაწყების შემდეგ 24 სკოლა დაიწვა ან გაიძარცვა, ამიტომაც 500-მდე სკოლაში უსაფრთხოების პირობების დაკმაყოფილებამდე სასწავლო პროცესი არ განახლდება.
პარალელურად, აქციების ორგანიზატორები საზოგადოებას პროტესტის გაგრძელებისკენ მოუწოდებენ და მიზეზად მთავრობის მხრიდან კონკრეტული ზომების არ არსებობას ასახელებენ.