05 ოქტ 2026
აშშ-მა გაერთიანებული სამეფოს რაფ ფეარფორდსი ავიაბაზიდან ბი-1 ტიპის ბომბდამშენები გაიყვანა.
უწყებაში გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ბაზაზე ტერორისტული აქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი რამდენიმე პირი დააკავეს, თუმცა შეერთებულ შტატებში ბომბდამშენების გაყვანის მიზეზი ოფიციალურად არ დაუსახელებიათ.
პენტაგონის წარმომადგენლის განცხადებით, ბაზას აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები ათწლეულების განმავლობაში მოწინავე ოპერატიულ პუნქტად იყენებდნენ.