ხანდაზმულთა კლუბი ,,ღირსეული სიბერე“ 10 წლისაა - ქედაში ჭიათურის მერიის წარმომადგენლებს უმასპინძლეს

05 ოქტ 2026

ქედის მერიამ, ქედის ხანდაზმულთა კლუბის „ღირსეული სიბერე“ დაარსებიდან 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ პირებს და წარმომადგენლებს უმასპინძლა.

მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს 2025 წელს მოეწერა ხელი.

სტუმრები გაეცნენ ქედის ფოლკლორს, დაათვალიერეს ადგილობრივი ღვინის მარნები და ფრიდონ ხალვაშის სახლ-მუზეუმი, მოილოცეს ზვარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, ასევე დაათვალიერეს დანდალოს თაღოვანი ხიდი და მახუნცეთის ჩანჩქერი.